მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გეზი თბილისში" სამუშაო პროცესი კვლავ შეწყვეტილია

5ba0b5a8cfd97
BM.GE
18.09.18 12:21
3374
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „გეზი თბილისი“ სამუშაო პროცესი კვლავ შეწყვეტილია, ამის შესახებ BMG-ს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს. მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ გეზის ტერიტორიაზე, აქციის მონაწილე ხორბლის იმპორტიორებს ამ დრომდე კვლავ ხელოვნურად, ავტომანქანებით აქვთ ჩახერგილი როგორც გეზის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, უშუალოდ გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ ხორბლის იმპორტიორები ფინანსთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება.

გეზ-ში სამუშაო პროცესი გუშინ 16:00 საათიდანაა შეწყვეტილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები