მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გეზრული ჩაი“ საფრანგეთის ბაზარზე გავიდა

62f4057508a84
ალა ისპირიანი
11.08.22 00:30
1511
„გეზრული ჩაი“ საფრანგეთის ბაზარზე გავიდა. როგორც ფერმერმა თორნიკე შეყილაძემ Bm.ge -სთან განაცხადა აქამდე ჩაი ჩეხეთში გაჰქონდათ, რასაც წელს საფრანგეთის ბაზარიც დაემატა.

მისი თქმით ჯამურად 200 კილომდე პროდუქციის ექსპორტს ახერხებენ, რაც 10 000 დოლარის ღირებულებისაა.

„ჩვენ უმაღლესი ხარისხის ბიო ჩაის ვაწარმოებთ და ხარისხზე ვართ ორიენტირებული. პლანტაციები 7 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული და ძირითადი ხაზი თეთრი ჩაის წარმოებაა თუმცა გვაქვს შავი და მწვანე ჩაიც. ჩვენი ჩაი ჩეხეთში გადიოდა და წელს მას საფრანგეთი დაემატა. დიდი რაოდენობით არ გაგვაქვს, მაგრამ ჯამურად საექსპორტო ბაზარზე 10 000 დოლარის ღირებულების ჩაი გავიტანეთ“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს ის ამბობს, რომ კომპანია ძირითადად საექსპორტო ბაზრებზეა ორიენტირებული და ქვეყნის შიგნით ჩაის რეალიზაცია არ ხდება.

წარმოება იმერეთის რაიონის სოფელ გეზრულში მიმდინარეობს და დასაქმებულთა რაოდენობა სეზონზე 10 ადამიანს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები