მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GFF გერმანიაში გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენების გამოც დაჯარიმდა

ნაკრები

UEFA-ს კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის ორგანომ EURO 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველო-თურქეთის მატჩზე პიროტექნიკის გამოყენების გამოც დაჯარიმდა.

შეხვედრის დღეს გულშემატკივრების მიერ 18 ივნისს სტადიონზე გამოყენებული პიროტექნიკის გამო ფედერაცია 6 250 ევროთი დაჯარიმდა. თურქეთს ამავე დარღვევისთვის 9 750 ევროს გადახდა დაეკისრა.

ამასთანავე, UEFA-მ ფეხბურთის ფედერაცია საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის მატჩის წინ სტადიონზე ხანმოკლე ჩხუბის გამო, 30 000 ევროთი დააჯარიმა, თურქეთი კი - 25 000 ევროთი.

რაც შეეხება 26 ივნისს გამართულ საქართველო-პორტუგალიის მატჩს, გულშემატკივრის მოედანზე შევარდნის გამო, ფედერაცია UEFA-მ 8 000 ევროთი დააჯარიმა, ამავე მატჩზე გაშვებული ფეიერვერკის გამო კი, დამატებით 1 750 ევროთი. პორტუგალია ამ დღეს 3 750 ევროთი დაჯარიმდა, მიზეზი მოედანზე ტრიბუნებიდან სხვადასხვა ნივთების სროლაა.

რაც შეეხება 22 ივნისს ჩატარებულ მატჩს საქართველო-ჩეხეთს შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ დაჯარიმებულა, ჩეხეთი კი სტადიონზე ნივთების სროლის გამო 7 750 ევროთი დაჯარიმდა, ნაკრების არასათანადო ქცევისთვის კი გაფრთხილება მიიღო.

შესაბამისად, ჯამში გულშემატკივართა მიერ წესრიგის დარღვევისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 46 000 ევროთი დაჯარიმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები