მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GGRC-იმ ESHRE -ს 42-ე ყოველწლიურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა;

საქართველო-გერმანიის რეპროდუქციულმა ცენტრმა ევროპის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოების ESHRE -ს 42-ე ყოველწლიურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლონდონში გაიმართა. კონგრესი აერთიანებს სამეცნიერო კონფერენციას, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და საერთაშორისო სამედიცინო გამოფენას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით რეპროდუქტოლოგი, ემბრიოლოგი და მეცნიერი სწორედ ამ პლატფორმაზე ეცნობა სფეროს უახლეს მიღწევებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს. GGRC უკვე მეოთხედ მონაწილეობს ESHRE-ის ყოველწლიურ კონგრესში. წელსაც, ცენტრს კონგრესზე საკუთარი საგამოფენო სივრცე ჰქონდა, რომელიც საქართველოს დელეგაციის შეხვედრებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან პროფესიული კომუნიკაციის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. რას ნიშნავს საქართველოში რეპროდუქციის განვითარებისთვის ამ სახის მაღალი დონის კონგრესში მონაწილეობა და რა გზას გადის საქართველოს რეპროდუქციული მედიცინა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესში.

სტუმარი: ნინო მუსერიძე - GGRC-ის კლინიკური დირექტორი, პროფესორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები