ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპულმა საზოგადოებამ ESHRE საიუბილეო მე-40 ფორუმს ამსტერდამში უმასპინძლა. 1985 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის რობერტ ედვარდსისა და მედიცისი ფრანგი დოქტორის, ჟან კოენის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რეპროდუქციის სფეროს შესწავლასა და კვლევის მხარდაჭერას 4 ათეული წელია ემსახურება.უკვე მეორედ, ღონისძიებაზე საქართველო ოფიციალურად წარმოადგინა ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის დელეგაციამ, კლინიკის დირექტორების - გიორგი არჩვაძისა და ნინო მუსერიძის ხელმძღვანელობით. მინდა იცოდეთ, რომ ქართულ გერმანული რეპროდუქციული ცენტრი იგივე ჯიჯიარსი ევროპის 40 ქვეყნის 150-ზე მეტი მონაწილე კომპანიასა და 120 000-ზე მეტ დელეგატს შორის, ESHRE-ს შეხვედრებზე წელსაც შთამბეჭდავ პოზიციებს იკავებდა.
რატომ არის მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა, რა მიზნით წავიდნენ და რა შედეგებით დაბრუნდნენ საქართველოში;
სტუმარი: ნინო მუსერიძე - GGRC-ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი/ დამფუძნებელი & კლინიკური დირექტორი, პროფესორი