მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"GGU ჩვენი ჯგუფის მეოთხე კომპანია იქნება, რომელიც ლონდონის ბირჟაზე გავა"

595a36c3d5938
BM.GE
03.07.17 16:20
5216
BGEO Investment ჯგუფში შემავალ ბიზნესებს IPO-სთვის ამზადებს. ჯგუფის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური ამბობს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტირება გაგრძელდება.

“GGU ჩვენი ჯგუფის მეოთხე კომპანია იქნება, რომელიც ლონდონის ბირჟაზე გავა. კომპანია გააგრძელებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებას, მას თავის რესურსები აქვს საკმარისზე მეტი. ენერგეტიკის მიმართულებას ძალიან პოზიტიურად ვუყურებთ“, - განაცხადა გილაურმა.

Georgia Global Utilities-ის აქციების საჯარო შეთავაზება 2-3 წლის პერიოდში მოხდება. GGU საქართველოში კომუნალურ და ენერგეტიკულ აქტივებს ფლობს, მათ შორის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", "რუსთავის წყალსა" და "მცხეთის წყალს".

საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ გეგმავს ფუნქციონირება განაგრძოს ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით. ერთი კომპანია საბანკო (Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (BGEO Investments) მიმართულებით იმუშავებს. ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები