მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GGU-ს აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსება უახლოეს წლებში იგეგმება

5b0d60be96459
ნინო კვინტრაძე
29.05.18 18:23
953
"საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური იმედოვნებს, რომ Georgian Global Utilities-ს (GGU) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3-4 წლის ვადაში განთავსდება.

მისი თქმით, ჯგუფი როგორც ენერგეტიკული, ასევე წყალმომარაგების ბიზნესის აქციების პირველად განთავსებას ერთდროულად გეგმავს.

„ყოფილი ჯგუფიდან 3 კომპანიაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტინგში. შემდეგ 3-4 წელში ვფიქრობ, რომ GGU (Georgia Global Utilities) დავლისტოთ. კაპიტალი უნდა მოვიზიდოთ, რათა მეტი ინვესტცია განვახორციელოთ და მეტი ჰესი ავაშენოთ და ქარის მიმართულებით გავაქტიურდეთ“, - ამბობს გილაური.

Georgia Global Utilities „საქართველოს კაპიტალში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ენერგეტიკულ მიმართულებაზეა ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები