ბათუმი ტურისტული, აქტიური სეზონისთვის ემზადება, შესაბამისად, ხალხმრავლობა ქალაქის ქუჩებში უკვე შეინიშნება. ადგილობრივებთან ერთად, ბათუმს უკვე სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ლამაზი სანაპიროსთან თუ სასტუმროებთან ერთად, ბათუმს გასართობი ობიექტები გამოარჩევს. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქს საკმაოდ მიმზიდველი ღამის ცხოვრება აქვს, რომლითაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება. როგორია ღამის ბათუმი დამ არის თუ არა გართობა ქალაქში უკვე აქტიურ ფაზაში?