ხმაურით დაბინძურება თბილისისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა. ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძის თქმით, მოსახლეობას ღამის საათებში როგორც საავტომობილო, ისე სამშენებლო ხმაური აწუხებს, მონიტორინგის არსებული სისტემა და კანონის ჩანაწერი კი მისი შეფასებით, გადახედვას საჭიროებს.
„ჩვენს დედაქალაქში ხმაურით დაბინძურების ბევრი წყაროა. ჩვენთან დიდი მომართვიანობაა სამშენებლო ობიექტებიდან, რომლებიც გვიან, ღამის 2-3სთ-ზე ასრულებენ სამუშაოებს. ხმაურს იწვევს იგივე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
კანონი არის შემდეგი, რომ მუნიციპალურ ინსპექცია უნდა მოვიდეს, უნდა დახურო ფანჯრები ამ სიცხეში და დახურული ფანჯრებიდან უნდა მოხდეს ამის გაზომვა. თუ არ ცდება ეს დეციბელები, მაშინ ითვლება, რომ კანონი არ ირღვევა. ამ შემთხვევაში ეს არა სამართლიანია. მოსახლეობას აქვს პროტესტი, რადგან ყველას არ აქვს გაგრილების სისტემები და ზაფხულში არ სძინავთ დახურულ ფანჯრებში, ამიტომ ვფიქრობ ეს გადასახედია.
პრობლემაა სატრანსპორტო ხმაური. ამაზე ადრე საპატრულო პოლიცია ასრულებდა კანონს, თუმცა დღეს არ გვხვდება შემთხვევები, რომ ვინმე ამის გამო გაეჩერებინოთ. რეალური პრობლემაა ეს ქალაქში და განსაკუთრებით ცენტრალურ გზებზე. ღამის საათებში ყველას უნდა თავისი ავტომობილი თუ მოტო გამოცადოს. ეს ქალაქი ყველასია და იქ ხალხი ცხოვრობს, აუცილებელია ყველას გათვალისწინება. უნდა იყოს კანონი, რომლის აღსრულება უნდა მოხდეს. საპატრულოში რომ რეკავენ, ითხოვენ ისეთ ინფორმაციას რომლის გადაცემა მოქალაქისთვის რთულია, მაგ. რა მარკა ყო, რა სანომრე ნიშანი ჰქონდა და ა.შ.
არსებობს ბევრი აპარატი, არსებობს შუქნიშნები, რომელიც გამონაბოლქვთან ერთად ხმაურის დეციბელებს ზომავს და ავტომატურად მიდის მოქალაქეს ჯარიმა, თუმცა ჩვენ აქამდე ბევრი დრო გვაქვს, ამაზე მარტივია რომ საპატრულო პოლიციამ აღასრულოს კანონი,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.