შატილის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია.
ამის შესახებ ინფორმაციას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამის წვიმების შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.