მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღამით რუსეთი უკრაინას სამი რაკეტით და 145 დრონით დაესხა თავს

უკრაინა

8 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა ორი ისკანდერ-M/KN-23 ბალისტიკური რაკეტით, ერთი ისკანდერ-K ტიპის რაკეტით და 145 დრონით, რომელთაგან 79 ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის საავიაციო ძალებზე დაყრდნობით წერს.

დრონებიდან 54 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. ამასთან, უკრაინამ ბალისტიკური რაკეტებიდან ერთი ერთი ჩამოაგდო.

რუსული დრონები განადგურდა ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიას, დონეცკის, ნიკოლაევისა და ოდესის რეგიონებში.

მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა დონეცკის, პოლტავას, ხარკოვის, სუმისა და ოდესის რეგიონები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები