თანამედროვე სამყაროში მომხმარებლები შეჩვეული არიან სერვისების გამოყენება სრულიად ელექტრონულად დაიწყონ, ისე რომ არც ერთხელ მოუწიოთ რომელიმე ოფისში მისვლა. ამ მხრივ არც ფინანსური სერვისებია გამონაკლისი.
თუმცა მკაცრი რეგულაციების პირობებში ადვილი არაა რომ ეს პროცესი კომფორტული იყოს - კანონმდებლობა ფინანსური ინსტიტუტებს ავალებს, არამარტო დარწმუნდნენ მომხმარებლის ვინაობაში, არამედ შეაგროვონ ინფორმაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება და მსგავსი კრიმინალური ქმედებები. საქართველოს საბანკო ასოციაცია, ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს ინფორმაციის გაცვლის სისტემაზე, რომელსაც ორი რამდენიმე ფუნქცია აქვს. ამ მიმართულებით ამჟამად ძირითადად სამართლებრივი საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. რას გვიმარტივებს ელექტრონული პორტირება ფინანსურ სერვისებში?
სტუმრები: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი;
მიხეილ კაპანაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი;
ვაკო თურნავა - Keepz-ის დამფუძნებელი;