ღია ბანკინგის ეკოსისტემის გამოყენებით, ბაზარს კიდევ ერთი ახალი სუბიექტი შეემატა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი „ვერტო“ღია ბანკინგის სისტემის მონაწილე გახდა. ღია ბანკინგი უზრუნველყოფს ფინანსური მომსახურების დივერსიფიკაციას და მომხმარებლისთვის ინოვაციური, სწრაფი და უსაფრთხო სერვისების შექმნას. მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ახალი მონაწილეების ჩართვა გაზრდის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სერვისების მრავალფეროვნებას. ასევე, ხელს შეუწყობს ფინანსური სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას. განვითარების რა ეტაპზეა ღია ბანკინგის ეკოსისტემა საქართველოში, რამდენად უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის ჩარჩო ამ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას და რა როლი აქვს ღია ბანკინგის დანერგვამ ეკონომიკის ციფრულ გარდაქმნაში?
სტუმარი: დავით კიკვიძე - ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი