სამეცნიერო ტურიზმი - კონცეფცია, რომელიც ერთ დროს მხოლოდ სამეცნიერ ფენტეზის გვერდებზე გვხვდებოდა - ეტაპობრივად რიგითი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომ გამოცდილებად იქცევა.
2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, კოსმოსში ტურისტულად, დაახლოებით, 60 ადამიანია ნამყოფი, ძირითადად, მოკლე სუბორბიტული ფრენებით, რაც რამდენიმეწუთიან უწონადობას მოიცავს - კოსმოსური ტურიზმის სტატისტიკას თავი გამოცემა sci-tech-today.com-მა მოუყარა თავი.
კოსმოსური მოგზაურობის ფასი მკვეთრად ცვალებადია; თუ სუბორიბტული ტურები $200 ათასიდან $500 ათასამდე ჯდება, ორბიტული მისიები, მათ შორის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ვიზიტის ღირებულება ერთ ადამიანზე $55 მილიონსაც აღემატება. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 2025 წელს ჯამურად, საშუალოდ, 250-დან 400-მდე ადამიანი აპირებს კოსმოსურ მოგზაურობაში გამგზავრებას, რაც სექტორისადმი ინტერესის სწრაფ ზრდაზე მიუთითებს.
ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Blue Origin, უკვე განახორციელეს 11 კოსმოსური ფრენა და 58 მგზავრს მოემსახურნენ, მათ შორის ისეთი ცნობილ ფიგურებს, როგორებიც არიან კეიტი პერი და გეილ კინგი . ტექნოლოგიური პროგრესის გაგრძელების და ხარჯების პოტენციურად შემცირების გათვალისწინებით, კოსმოსური ტურიზმი მზადაა, დედამიწის მიღმა ადამიანური თავგადასავლებისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი კონცეფცია გახდეს.
- 2021-დან 2027 წლამდე, კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრიის პროგნოზით, მისი წლიური ზრდა 17.3%-ს შეადგენს და 1.7 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
- ფასის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ 2028 წლისთვის დაახლოებით 13 000 ადამიანი ისარგებლებს სუბორბიტული ფრენებით.
- ამერიკელების 55% თვლის, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში კოსმოსური ტურიზმი რუტინად იქცევა.
- მეორე მხრივ, 2073 წლისთვის, ადამიანთა 44% კოსმოსში ტურისტულად რუტინულად მოგზაურობისთვის მზად არ იქნება.
- კოსმოსური ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს 35%-ით მეტმა ამერიკელმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია კოსმოსური მოგზაურობით, ვიდრე 2018 წელს.
- 2030 წლისთვის, ორბიტული კოსმოსური და ტურისტული ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, სავარაუდოდ, $555 მილიონს მიაღწევს.
- სუბორბიტული კოსმოსური ტურიზმის მსოფლიო ბაზარი, 2031 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება და კაპიტალიზაციით $396.6 მილიონს მიაღწევს, 2021 წელს ეს მაჩვენებელი $44.5 მილიონი იყო.
ქვეყნების მიხედვით, ინდუსტრიის ზრდის ტემპი, 2024-2034 წლებში ყველაზე მაღალი ამერიკის შეერთებულ შტატებშია და 17.3%-ს შეადგენს; მეორე ადგილზეა ინდოეთი - 16.2%-ით, მესამეზე კი - რუსეთი 15.5%-ით. ხუთეულში შედიან ჩინეთი (14.8%) და იაპონიაც (13.3%).




























