მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღია ვართ ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს - Bolt-ი

Bolt

1-ელი მარტიდან, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, Bolt-ის პლატფორმაზე რეგისტრაცია მხოლოდ იმ პარტნიორი-მძღოლებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ სამუშაო და ბინადრობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ პასუხშია ნათქვამი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილებების ფონზე მიწოდების შემცირებამ, შესაძლოა, საოპერაციო ხარჯებზე ზეწოლა შექმნას, თუმცა საბოლოო ეფექტი ბაზრის ადაპტაციაზე იქნება დამოკიდებული.

“გვინდა განვმარტოთ, რომ ტაქსის მძღოლები არ არიან ჩვენს კომპანიაში დასაქმებულები შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ წარმოადგენენ თანამშრომლებს. თითოეული ტაქსის მძღოლი მუშაობს ჩვენთან როგორც პარტნიორი-მძღოლი, რომელიც იღებს მომსახურებას ჩვენი ელექტრონული პლატფორმიდან და, სანაცვლოდ, პლატფორმას უხდის თავისი შემოსავლის ნაწილს.

აღნიშნული წარმოადგენს არსებითად განსხვავებულ სამართლებრივ ურთიერთობას, ვიდრე სტანდარტული შრომითი ურთიერთობა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, Bolt-ის პლატფორმის მომხმარებელი მძღოლი არ არის თანამშრომელი, არამედ წარმოადგენს პარტნიორ-მძღოლს, ანუ თვითდასაქმებულ პირს.

როგორც პლატფორმა, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს როგორც სამუშაო უფლების ისე ბინადრობის სტატუსის მიხედვით. ჩვენი პლატფორმის პარტნიორ-მძღოლთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებელია.

საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ბოლო ცვლილებების გათვალისწინებით, როგორც კანონმორჩილი კომპანია, რომელიც სრულად იცავს მოქმედ რეგულაციებს, ჩვენ ვემორჩილებით აღნიშნულ ცვლილებებს. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის 1-ელი მარტიდან, საქართველოს ბაზარზე პლატფორმაზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ პარტნიორ-მძღოლებისთვის, ანუ თვითდასაქმებული პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და რეგისტრირდებიან კანონით დადგენილი წესების სრული დაცვით.

ფასებზე შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ზომა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მიწოდებას მოთხოვნაზე დაფუძნებულ ბაზარზე, შესაძლოა, შექმნას ზეწოლა საოპერაციო ხარჯებზე. თუმცა რეალური ეფექტი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება აღნიშნული ცვლილება პრაქტიკაში და როგორ მოერგება ბაზარი მას დროთა განმავლობაში.

ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ბაზრის შესახებ ცოდნა პოლიტიკის შემმუშავებლებს, რათა ხელი შევუწყოთ ინფორმირებულ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებების მიღებას”, - აცხადებენ კომპანია “BOLT”-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები