თიბისი ლიზინგი სტომატოლოგიური კლინიკა „პი ეს დენტალი“-ის პარტნიორია და საქმიანობის განვითარებაში მუდმივ მხარდაჭერას უცხადებს.
კლინიკის ისტორია 25 წელს ითვლის და როგორც თავად აცხადებენ, უმაღლესი დონის აპარატურით აღჭურვილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს წარმოადგენენ. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, ციფრული სტომატოლოგია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რაც როგორც „პი ეს დენტალში“ ასევე, „პი ეს ლაბში“ აქტიურად იგრძნობა.
„როგორც ექიმი ორთოპედისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია ღიმილის ესთეტიკა, ფუნქცია და პაციენტის ყოველდღიური კომფორტი. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს — მოსმენიდან და დაგეგმვიდან მკურნალობის საბოლოო ეტაპამდე. ვფიქრობ, ეს პროცესი თანამედროვე სტომატოლოგიაში მთლიანად არის დაკავშირებული, არა მხოლოდ ექიმის პროფესიონალიზმთან, არამედ იმ დანადგარებთან, რომელსაც იყენებს“
PS Lab-ის დაფუძნება ამ ხედვის გაგრძელებაა — სივრცის შექმნა, სადაც კლინიკური გამოცდილება და ლაბორატორიული სიზუსტე საერთო მიზანს ემსახურება.
სწორედ ამიტომ, თიბისი ლიზინგის დაფინანსებით კლინიკამ ისეთი მნიშვნელოვანი აპარატურა შეიძინა, როგორიც ლაბორატორიული სკანერი, საღარავი ჩარხი, სპეციალური მტვერსასრუტი და სხვა დანადგარებია.
„ჩვენი მიზანია სრულად ავყვეთ თანამედროვე სტომატოლოგიის ტემპს, არ შევუშინდეთ გამოწვევებს და მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული, სრულად გაციფრულებული მომსახურებები, რომელთა განხორციელებული სამუშაოს სრულყოფასაც, ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი შეძლებს.“ - პაატა ჯინჭარაძე, “პი ეს დეტანლის“ „პი ეს ლაბის“ დამფუძნებელი და ორთოპედი.
























