დღეს და ხვალ თბილისში კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი, მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში თანამშრომლობით, საერთაშორისო ქალთა რეგიონულ ღონისძიებას მასპინძლობს. ქალების ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ ღონისძიებაზე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ქალთა ბიზნესების მხარდამჭერი ორგანიზაციების მხრიდან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მოხდება.