საქმიანი და სადღესასწაულო დეკემბერი გაუქმდა. შეხვედრები, კორპორაციული ღონისძიებები, მასშტაბური კონფერენციები, რომლებიც ტრადიციულად წლის ბოლოდან უკვე იგეგმებოდა ჯერ კალენდარში არ ჩანს.
ღონისძიებები უქმდება დედაქალაქშიც და რეგიონებშიც, ამბობს "რადარის" დამფუძნებელი მაია მახათაძე. მისი თქმით, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კორპორაციული შეხვედრები არც რეგიონებში იგეგმება, ის სადაც აქციების მონაწილეების მობილიზების ცხელი წერტილი არ არის.
შესაბამისად, მისი თქმით, ეს ვითარება იმის ინდიკატორია რომ პრობლემა მოკლე ვადაში მოგვარების პერსპექტივას ნაკლებად აჩენს.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროექტები არის საქართველოს რეგიონებში და არცერთი სასტუმრო არ გვაქვს, რომელიც ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარეობს, ღონისძიება გადაიდო, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე უშუალო პროცესები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე უნდა გადაიწიოს ღონისძიებამ სხვა მეტად მშვიდობიან ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს სასტუმროები რეგიონებში, რეგიონებსაც საფრთხის შემცველად თვლიან, ეს ეხება განსაკუთრებით საერთაშორისო კომპანიებს.
რამდენიმე რეგიონიც შემიძლია დავასახელო შორ მანძილზეც კი თბილისიდან, სადაც გაუქმდა ღონისძიება, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა რაიმე ტიპის საშიშროებასთან თუ საფრთხესთან. რეგიონებზე მაქვს საუბარი, რაც ნიშნავს, რომ არანაირი პერსპექტიული განხილვა რაიმე ტიპის ღონისძიებაზე არ მიდის და სახასიათო მაჩვენებლები გვაქვს ნულს ქვემოთ,”- აცხადებს მაია მახათაძე, "რადარის" დამფუძნებელი