მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღორების მოქმედი ფერმა და ქლიავის ნერგები - რატომ ყიდის მეპატრონე 18 ჰა მიწას?

ფერმა
BM. GE
09.02.24 17:01
4751

დუშეთის რაიონში, სოფელ ლამოვანში 18 ჰექტარი ფართობის მიწა და ამ ტერიტორიაზე გაშენებული მოქმედი ფერმა იყიდება. როგორც bm.ge-ის ფერმის მფლობელმა, ზურა გოგიძემ უთხრა, ის ვეღარ ახერხებს ღორების ფერმას მიხედოს და გადაწყვიტა გაასხვისოს.

ის ღორების ფერმას 2017 წლიდან ამუშავებდა და როგორც თავად აცხადებს, აქ 700 სულამდე საქონლის განთავსება და მოვლაა შესაძლებელი.

"ფერმის მოვლას ვეღარ ვახერხებ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არაერთი წელია ამ საქმეს ვაკეთებ. გარდა ფერმისა, აქვე, 5 ჰექტარის ფართობზე გაშენებულია ქლიავის ნერგებიც. მიწის ნაკვეთს აქვს საკუთარი ელექტრო და წყლის მომარაგებაც. რაც შეეხება საფასურს, კვადრატული მეტრის ღირებულება 4 დოლარს შეადგენს", - ამბობს გოგიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები