ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სკვერში უკვე დასრულდა ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, ჩაისხა ბეტონის კედლები, სკვერის შესასვლელებთან მოეწყო ბაზალტის კიბეები.
პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 7000 კვ.მ ფართობზე შესრულდება: დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის სისტემა; მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი საფეხმავლო ბილიკები და ადაპტირებული კიბეები, გარდა ამისა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 1 323 390 ლარს დახარჯავს.

























