ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ექსპორტიორი კომპანიებისთვის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას ითვალისწინებს, პირველი ბენეფიციარი ჰყავს.
როგორც BMG-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კომპანიამ „შპს ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებისთვის 9 952 ლარი მიიღო.
ქართული ღვინის პოპულარაზიციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა და 2022 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ექსპორტიორ კომპანიებს შეუძლიათ, 600 000 ლარამდე თანადაფინანსება მიიღონ. რაც შეეხება პირობებს, ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია, კომპანია ახორციელებდეს ქართული ღვინის ექსპორტს მსოფლიოს მასშტაბით, გარდა უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვის და დსთ-ს ქვეყნებისა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შარშან და წელს პროგრამის ბიუჯეტი 2-2 მილიონი ლარია.
მისივე ინფორმაციით, შარშან, ღვინის ეროვნულ სააგენტოში 26-მა კომპანიამ შეიტანა განაცხადი მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებისთვის.
ეს კომპანიებია: სს თბილღვინო, შპს ჯიველი, შპს ალაზანი, შპს ფალავანი ვაინ, შპს მუკუზანი
ღვინის სარდაფი, სს თელიანი ველი, შპს GRW, შპს ქვევრის ღვინის მარანი, შპს დუგლაძეების ღვინის
კომპანია, შპს კორპორაცია ქართული ღვინო, შპს არტ მტევანი, შპს ვაზისუბნის მამული, შპს ქიმერიონი, შპს მეღვინეობა ჩელთი, შპს გაბინეთი, შპს ქართული ვაზისა და ღვინის კომპანია, შპს ვინივერია, შპს გურა, შპს ქართული ღვინის მარანი, შპს ბი ჯი ვაინს, შპს ასკანელი ძმები, შპს ღვინის კომპანია შუმი, სს კორპორაცია ქინძმარაული, შპს კონჭო და კომპანია, შპს კახეთი კომპანი, შპს დავით მიხელიძის საოჯახო მარანი.
„მონაწილე კომპანიებმა 1 მარტამდე უნდა წარმოადგინონ ანგარიშები, რის საფუძველზეც მოხდება იმ ბენეფიციარების მარკეტინგული ხარჯების დაფინანსება, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ პროგრამის პირობებს“, - ამბობენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
news მომზადებულია BMG-ის და "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის" თანამშრომლობით, პროექტის - "მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ - ფარგლებში. დონორი - აშშ-ის საელჩო საქართველოში.