მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება ფართოვდება - გავლენა სექტორზე

ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება ფართოვდება. 2027 წლის 1 ივნისიდან ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, ღვინის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. ამას „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. შედეგად, ალკოჰოლიანი სასმლის წარმოებიდან ბაზარზე განთავსებამდე სახელმწიფო კონტროლს სრულად ეს უწყება უზრუნველყოფს. ამასთან, 2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო ნიშანდება ამოქმედდება. ნიშანდების საფასური ოფიციალურად დადგენილი ამ დრომდე არაა, თუმცა ცნობილია, რომ ნიშანდების სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 10 თეთრი იქნება. დარგში დაგეგმილი სიახლეების მთავარ მიზნად ალკოჰოლური სასმელის ხარისხის ეფექტიანი კონტროლი სახელდება. რა იცვლება მომავალი წლიდან ღვინის სექტორში და რამდენად შეუწყობს ხელს დასახელებული ცვლილებები ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას?

სტუმარი: ვასილ მანაგაძე - ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები