სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივით, ჭავჭავაძეების ისტორიულმა მამულმა მაღალი რანგის ღვინის სიმპოზიუმს უკვე მეოთხედ უმასპინძლა. ღონისძიება „გრანდ ჟური დუ-ვანის“ ეგიდით ჩატარდა, რომელმაც 30 წლის იუბილე სწორედ საქართველოში აღნიშნა და მთავარი აქცენტი წელს ესპანურ ღვინოებზე გაკეთდა. გარდა ამისა, სიმპოზიუმის ფარგლებში ხელი მოეწერა ისტორიულ მანიფესტს, წინანდალში გაფორმებული დოკუმენტით, ღვინო ოფიციალურად გამოცხადდა კულტურულ მემკვიდრეობად?






























