ღვინის სექტორი ახალი რეგულაციის მოლოდინშია - 1 თებერვლიდან მწარმოებლებს ყოველ ბოთლზე სპეციალური ნიშანდების დატანა მოუწევთ. ნიშანდების წესი და ფორმა უკვე დამტკიცდა, თუმცა ღვინის მწარმოებლებმა ამ დრომდე არ იციან რა დაუჯდებათ 1 ბოთლზე ნიშანდება. არის მხოლოდ ზეპირი დაპირება რომ ეს ტარიფი 10 თეთრზე მეტი არ იქნება. სავალდებულო ნიშანდებას ღვინის სექტორი სკეპტიკურად უყურებს, მით უფრო იმ ფონზე რომ გაწეული ხარჯების მიზნობრიობა მათთვის ბუნდოვანია. რეგულაციის ამოქმედებამდე 3 თვით ადრე - რა ინფორმაციას ფლობენ ღვინის მწარმოებლები, ვის შეეხება ნიშანდება და როგორ აისახება ნიშანდება ღვინის ფასსა და რეალიზაციაზე?






























