თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ Bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარი რესტორან “ტავერნა მინთის“ სახურავზე გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.



























