მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღვინის შაბათი" - GT VINEA-ს ორგანიზებით, მცირე მარნების მხარდასაჭერი ღვინის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

გასულ უქმეებზე, ჯი-თი ვინეას ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, უკვე მეორედ, მცირე მარნების მხარდასაჭერი ღვინის გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით -“ღვინის შაბათი” გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად მცირე მარნების ცნობადობის გაზრდას და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიმართ გამოხატულმა დიდმა ინტერესმა ღვინის მწარმოებლების ჩართულობის ზრდაც გამოიწვია, რის შედეგადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 30 მცირე მარნის საქმიანობას გასცნობოდნენ და ამასთან, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ როგორც მათი ღვინოები, ისე სხვა ალკოჰოლური სასმელები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები