მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გია ბარკალაია: "ბიზნესკონტაქტი" ობიექტურ ინფორმაციას აწვდის ჩვენს მომხმარებელს

5750270d8093f
BM.GE
02.06.16 16:30
3938
მაესტროს მხრიდან გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს აფასებს VTB ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გია ბარკალაია.
 
"ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესკონტაქტის ტიპის გადაცემის არსებობა, როგორც მაყურებლისთვის ასევე ბიზნესისთვის. მყურებლისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტ, ანალიტიკურ და ხარისხიან ინფორმაციას იღებს.

ჩვენთვის ბანკებისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობს და ხარისხიან ინფორმაციას გადასცემს მაყურებელს. ბიზნესკონტაქტი ობიექტურ ინფორმაციას აწვდის ჩვენს მომხმარებელსაც. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება", - განაცხადა ბარკალაიამ.

"ბიზნესკონტაქტის" "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას" გუნდი მხარდაჭერისთვის ყველა პირს მადლობას უხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები