მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გია ვოლსკი: პრემიერი ხვალ განცხადებას გააკეთებს

5d6be75c94ca5
სალომე მეცხვარიშვილი
01.09.19 19:42
1119
ხვალ უფრო მეტი გეცოდინებათ,- ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი იყო, თუმცა, ამასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ თავად პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გააკეთებს.

“ამ თემაზე მსჯელობა იყო და გაგრძელდება პოლიტსაბჭოზე და ეს მოხდება სამშაბათს, მაგრამ ხვალ დილით უკვე გეცოდინებათ, საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია. შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე.

ამასთან დაკავშირებით ხვალ იქნება სრული, კარგი, პროფესიონალური და ძალიან საინტერესო ინფორმაცია…”,- ამბობს გია ვოლსკი.

კითხვაზე აპირებს თუ არა მთავრობაში დაბრუნებას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გია ვოლსკი პასუხობს, რომ არა.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სხდომა დღეს 18:00 საათზე დაიწყო. მასზე სავარაუდოდ სამთავრობო ცვლილებები განიხილეს. BMG-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს სავარაუდოდ, პირველი ვიცე-პრემიერი, შს მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები