მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გია ვოლსკი სამთავრობო ცვლილებებზე: ამ თემაზე მსჯელობა იყო და გაგრძელდება პოლიტსაბჭოზე

5d6be5510459e
სალომე მეცხვარიშვილი
01.09.19 19:34
1485
უმრავლესობის სხდომა პარტია “ქართული ოცნების” ოფისში დასრულდა. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების განხილვა დღეს დაიწყო და სამშაბათს პოლიტსაბჭოზე გაგრძელდება.

დეტალებზე გია ვოლსკი არ საუბრობს და ამბობს, რომ არსებობს კორექტულობის სტანდარტი და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

“ამ თემაზე მსჯელობა იყო და გაგრძელდება პოლიტსაბჭოზე და ეს მოხდება სამშაბათს, მაგრამ ხვალ დილით უკვე გეცოდინებათ, საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია. შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე.

ამასთან დაკავშირებით ხვალ იქნება სრული, კარგი, პროფესიონალური და ძალიან საინტერესო ინფორმაცია…”,- ამბობს გია ვოლსკი.

კითხვაზე აპირებს თუ არა მთავრობაშ დაბრუნებას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გია ვოლსკი პასუხობს, რომ არა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები