მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GIAC - არბიტრაჟის დღეები 2022 იმართება

BM.GE
05.10.22 11:59
293
თბილისი „არბიტრაჟის დღეების“ რიგით მეცხრე, ყოველწლიურ კონფერენციას, 12-13 ოქტომბერს მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი მომხსენებელი საერთაშორისო კომპანია Allen & Overy-ის პარტნიორი პატრიკ პერსალი იქნება. 2020 წელს დაფიქსირებული $2.3 მილიარდიანი შემოსავლით, მისმა კომპანიამ გლობალურ რეიტინგში მსოფლიოს 200 კომპანიას შორის მე-12 ადგილი დაიკავა. თავად პატრიკ პერსალი ინვესტიციების დაცვის სფეროს წამყვანი ექსპერტია მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი პროფესიონალის სტატუსიც აქვს. მისი სასაუბრო თემა „არბიტრაჟის დღეების“ ფარგლებში “საერთაშორისო საჩივრებისა და რეპარაციის მომავალი იქნება”. კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა არბიტრაჟის სფეროს სიახლეებს, ასევე განიხილავენ საარბიტრაჟო ინსტიტუტების თანამშრომლობისა და კონკურენციის საკითხებს. მეორე დღე კი არანაკლებ საინტერესო პანელური დისკუსიით გაგრძელდება, რომელზეც უზრუნველყოფისა და შუალედურ ღონისძიებებს განიხილავენ. 

სტუმარი: ბექა ინჯია - "საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის" გენერალური მდივანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები