მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღიბრაძის თქმით, კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება ახალ წლამდე გახდება ცნობილი

61cacc7155522
მარიამ ვარადაშვილი
28.12.21 12:41
511
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბების მუშაობის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

“ცხადია, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს,  იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეულ კონსესუსს მივაღწიოთ. სამუშაოები აქამდეც იყო, თუმცა იცით ვირუსის განვითარების დინამიკა და ხალი გარემოებები. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსესუსს და შედგეს შეთანხმება”, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

ჟურნალისტის კითხვაზე - ახალ წელს თუ ექნებათ კლუბებს ღონისძიებების ჩატარების უფლება, ის პასუხობს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა ამ საკითხზე შეთანხმდნენ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ახალ წლამდე გახდება ცნობილი.

შეზღუდვის მიუხედავად, "ღამის კლუბები" მუშაობის გაგრძელებას აპირებენ. ეს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. ისინი ასევე საუბრობენ სახელმწიფოს შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც, რამდენიმე ღონისძიება სატესტო რეჟიმში ჩატარდება, ხოლო სტუმრები მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე დაიშვებიან. კლუბები ფიქრობენ, რომ ასეთი მიდგომა დისკრიმინაციულია, შესაბამისად, მათთვის მიუღებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები