ქართველი გიდები „ტურიზმის შესახებ ახალი კანონით“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობის დარეგულირებას ითხოვენ. მათი თქმით, ირანის, სომხეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის გიდები საქართველოში ნებართვის გარეშე მუშაობენ და ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან. კანონი უცხოელ გიდებს საქმიანობას არ უზღუდავს, რის გამოც მათი ქართველი კოლეგები არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ. მათი მოთხოვნაა, კანონქვემდებარე აქტის დონეზე განსაზღვროს, რომ უცხოელ გიდს საქართველოში საქმიანობის უფლება არ აქვს. რა მასშტაბი აქვს ქართველი გიდების პრობლემას და მიდის თუ არა ამ საკითხზე კონსულტაციები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომელიც უშუალოდ არის კანონის აღმასრულებელი.
სტუმარი: გიორგი თეთრაძე - საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე;