მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გიდებს და ტუროპერატორებს ახალი მარშრუტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“- ბერეკაშვილი სექტორის გამოწვევებზე

ტურიზმი

"გიდებს და ტუროპერატორებს ახალი მარშრუტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“, - ამის შესახებ BM.GE-სთან Travel To Georgia-ს დირექტორმა, ლაშა ბერეკაშვილმა შიდა ტურიზმის გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა.

მისი ცნობით, საზოგადოების მხრიდან ახალ მიმართულებებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად, ტურიზმმა ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს, თუმცა, ახალ მარშრუტების შესახებ ტურიზმის სექტორს ინფორმაციას სათანადოდ არ აწვდიან.

„ახალი რეგიონები წინა პლანზე წამოიწია. პანდემიამდე თუ აქტიური კახეთი, ყაზბეგი ან სვანეთი იყო, შემდეგ აქტიური გახდა გურია, რომელიც მანამდე ტურისტულ გეოგრაფიის რუკაზე არ არსებობდა. ასევე, ლეჩხუმიც. ანუ ადამიანებში გაჩნდა სურვილი, რომ ახალი რეგიონი და ახალი მარშრუტები გამოეცადათ.

ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ტურიზმში სჭირდება სიახლე და ამ სიახლეს ვინც ფეხს აუწყობს, ის იქნება ბაზარზე წარმატებული. მაგალითად, თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში რატომ არ უნდა ეწყობოდეს პრეზენტაციები სხვადასხვა რეგიონების შესახებ? რატომ არ უნდა ჩამოდიოდნენ და რატომ არ უნდა აცნობდნენ თავიანთ ტურისტულ პოტენციალს ტურიზმის სექტორს, რათა შემდეგ სექტორმა თავის ტურისტულ მიმართულებებში შეიტანოს ობიექტი“,- ამბობს Travel To Georgia-ს დირექტორი.

მისივე განმარტებით, სწორედ ეს არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში შიდა ტურიზმი კუს ნაბიჯებით ვითარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები