GIELRSA III - საერთაშორისო კონგრესი ბათუმში
- ბათუმმა საერთაშორისო კონგრესს, GIELRSA III, უმასპინძლა, რომელმაც 500-მდე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები გააერთიანა;
- ფორუმზე განიხილეს თანამედროვე ქირურგიის, რადიოლოგიის, ანესთეზიისა და რეანიმაციის უახლესი მიღწევები;
- კონგრესის მთავარი მოვლენა საქართველოდან ინდოეთში განხორციელებული უნიკალური ტელერობოტული ქირურგიული ოპერაცია გახდა;
- აღნიშნული ჩარევა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია რობოტული ქირურგიისა და ტელემედიცინის განვითარების მიმართულებით;
სტუმრები:
- ანზორ კვაშილავა - საქართველოს ინტერვენციული, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი;
- ირაკლი თორთლაძე - ექიმი-რადიოლოგი, ასოციაციის თანადამფუძნებელი და კონფერენციის ორგანიზატორი;
გადაცემის წამყვანები: ლევან ალავიძე და ნინი ჯალაბაძე.


































