მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Gifthub - ონლაინ პლატფორმა საჩუქრებისთვის - #მხოლოდქართული #Gifthub

ახალი წელი კარს მოგვადგა და ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ყველა საჩუქრების ასარჩევად, ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ სხვა ახლობელი ადამიანებისთვის რაიმე განსაკუთრებულის შესაძენად ემზადება. ამ ამბავს კი განსაკუთრებულად კარგად ეხმიანება ახალი ქართული სტარტაპი - გიფთჰაბი, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა. გიფთჰაბი ქართველი მეწარმეების, ადგილზე დამზადებულ ნივთებს, სხვადასხვა აქსესუარებს, ტანსაცმელს, სხვადასხვა სახის პროდუქტებს და იმ ყველაფერს აერთიანებს, რომელიც სასაჩუქრედ განსაკუთრებულად საიტერესო შეიძლება აღმოჩნდეს. გიფთჰაბი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან, თავისთვის სასურველი პროდუქტი აარჩიონ და ადგილზევე მიიღონ. გიფთჰაბის შესახებ ჩვენი რუბრიკიდან - მხოლოდ ქართულიდან გიყვებით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები