მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GIG: განვიხილავთ ყველა ვარიანტს - მათ შორის, შახტის დახურვასაც

5ad8aca4e691d
BM.GE
19.04.18 18:43
605
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე აცხადებს მზადყოფნას წარიმართოს გამჭვირველე საგამოძიებო პროცესი:

"მზად ვართ ყველა შედეგისთვის. ამავდროულად, წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტაში ოპერირება. ჩვენი მხრივ მაქსიმალური გავაკეთეთ რისკების მინიმალიზაციისთვის, რაც იქ არსებობდა და ჯანდაცვის ყველა მტკივნეული და კატეგორიული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა სავალალო შედეგი მაინც დადგა", - ამბობს გელენიძე. მისივე თქმით, მოიწვევენ საერთაშორისო სტანდარტების კომპანიას, რომელიც შეაფასებს შახტაში უსაფრთხოების ნორმებს. ამის შემდეგ კი განისაზღვრება ღონისძიებათა ნუსხა და კომპანია ამ ფორმატში გადაწყვეტს რამდენად ექნება სურვილი გააგრძელს ოპერირება. გელენიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიაში 1500–მდე პირია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები