ქართველი რეჟისორის გიგა აგლაძისა და ამერიკელი კინორეჟისორის დევიდ ლინჩის ერთობლივი ნამუშევარი "მეორე მე", რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლევები მონაწილეობენ და გადაღებულია საქართველოში, პრემიერამდე ერთი კვირით ადრე მეკობრულმა საიტებმა მოიპარეს და არაკანონიერად გაავრცელეს.
როგორც BMG-ის "საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრში" განუცხადეს, კომუნიკაციების კომისიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და საიტებზე ფილმი დაიბლოკა. მათივე ცნობით, "სხვა მე" - ორი დღის წინ - Apple tv, Amazon-მა, Netflix-მა და მსოფლიოს სხვა უმსხვილესმა პლატფორმება შეისყიდეს, ხოლო გუშინ მისი მოპარული ვერსია file.ge - მ და სხვა მეკობრულმა საიტებმა არაკანონიერად გაავრცელეს.
გიგა აგლაძემ მედიასთან შეხვედრისას იმ ზიანზე ისაუბრა, რომელიც ფილმს მეკობრული და არაკანონიერი გზით გავრცელების გამო მიადგა და მოითხოვა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად უმკაცრესი ზომები გამოიყენონ.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მეკობრული საიტები, ქართული კინოს მომავალს იპარავენ და პრობლემებს უქმნიან მათ საფესტივალო და კომერციული წარმატების შესაძლებლობებს. adjaranet.com; iMovies. cc croconet.ge; srulad.com; file.ge და სხვა არაკანონიერმა საიტებმა იგივე ტიპის პრობლემების წინაშე დააყენეს ფილმები: "და ჩვენ ვიცეკვებთ", "ჩემი ბედნიერი ოჯახი", "უარყოფითი რიცხვები", "მეოთხე ბრაიტონი" და სხვა ნამუშევრები, რომლებიც გადაღებულია საქართველოში”,-აცხადებენ "საქართველოს ანტიმეკობრულ ცენტრში".