მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიგა ბედინეიშვილი: "ყველაზე დამაზიანებელი TBC-ისთვის აღქმა, რომ სებ-ი ივანიშვილის მითითებით მოქმედებს"

5c751dc07a503
BM.GE
26.02.19 15:10
1503
ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ფაქტია, რომ დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა ამძაფრებს განცდას, რომ TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია. 

"ყველაზე დამაზიანებელი თიბისისთვის და ქვეყნისათვის არის აღქმა, რომ სები ივანიშვილის მითითებით მოქმედებს და ამ აღქმის განეიტრალება მხოლოდ მაქსიმალური გამჭვირვალობით შეიძლება.

საჯარო განხილვით ამ აღქმის განეიტრალება უნდა ყოფილიყო კომიტეტის მიზანი...

ის რომ კომიტეტის თავმჯდომარემ აიღო და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სხდომა შეწყვიტა სების სრული მორჩილების აღქმას მხოლოდ ამძაფრებს!" - საკუთარ facebook-ში წერს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი. 

თავად მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბანკი ორკესტრირებული თავდასხმის მსხვერპლია და რომ აღნიშნული პროცესი საქართველოს რეპუტაციასა და სტაბილურობას აზიანებს. 

"კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ საჯარო განხილვით რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა ჩვენს გამოსვლას და სამწუხაროდ, კომიტეტი დაიხურა. ჩვენ აქ არ ვართ, როგორც კერძო ბიზნესმენები მოსული, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, საკითხი აღარ ეხება თიბისის, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას და თუ თქვენ მოიკითხავთ მსოფლიოს ნებისმიერ  სააგენტოში რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაქვს შეხვედრები ყველა საფინანსო ინსტიტუტთან, ეს არის ნომერ პირველი სალაპარაკო თემა. უკვე კომენტარები მიდის, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით აი ეს არის საფრთხე. დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ ჩვენ განმარტება გაგვეკეთებინა და საზოგადოებას და დეპუტატებს გაერკვიათ რა მოხდა რეალურად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებასა და სამართალს ჩვენ არ დავთმობთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები