მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგა ოჩხიკიძემ პარიზის პარალიმპიადაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

პარალიმპიადა

ქართველმა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ პარიზის პარალიმპიადაზე ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში 9.66 მეტრი დააფიქსირა და საქართველოს ზაფხულის პარალიმპიადაზე პირველი ოქროს მედალიც მოუტანა. გიგა ოჩხიკიძე მეორე პარასპორტსმენია საქართველოს ისტორიაში, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ დრომდე პარიზის ზაფხულის პარალიმპიადაზე საქართველოს ანგარიშზე ერთი ბრინჯაოს მედალი იყო, რომელიც პარატაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ 29 აგვისტოს მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები