მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიგი უგულავა TBC-ის საქმეზე: "დღევანდელ დღეს აუცილებლად მოჰყვება ბრალის წარდგენა-დაჭერები"

5c7d26eba1beb
თელარა გელანტია
04.03.19 17:22
997
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, გიორგი გახარია არის არა შსს მინისტრი, არამედ Fixer "დამლაგებელია“.

ამის შესახებ უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მამუკა ხაზარაძე იყო აშკარად გულწრფელი და თქვა ბევრი გამაოგნებლი რამ. დღევანდელ დღეს აუცილებლად მოჰყვება ბრალის წარდგენა-დაჭერები. ბრძოლა იქნება ხანგრძლივი! ამიტომ, ადრე რატომ არ ამოიღე ხმა/იმათ რატომ იცავდი და ასე შემდეგ, ახლა არარელევანტურია. სამი ერთმანეთის თანმიმდევრული ამოცანა უნდა გვქონდეს.

1. კობა გვენეტაძე უნდა ჩამოშორდეს ეროვნულ ბანკს. ის არაა ივანიშვილის საფლავის ქვის მეგობარი და როგორც კი გადადგება მოუწევს საუბარი-რატომ დაახურდავა საკუთარი თავი. არის ეჭვი, რომ მას აშანტაჟებენ.

2. გიორგი გახარია არის არა შსს მინისტრი, არამედ Fixer "დამლაგებელი". მას დავიბარებთ პარლამენტში. ამ გადმოსახედიდან გარდაუვალია მისი გადაყენება.

3. პარალელურად, უნდა შეიქმნას TBC საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია. პროკურატურამ ნდობა სრულად დაკარგა.

„ოცნებაში“ დუღილის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი მათ ჩამოშლას ნიშნავს. ამიტომ უკვე დროა, მოვემზადოთ არჩევნებისთვის.

#მილიონიხელმოწერაპროპორციულიარჩევნებისთვის“, - წერს უგულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები