მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gilead-ი $21 მილიარდად ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიას ყიდულობს

5f5f48fcca60a
ნათია თაქთაქიშვილი
14.09.20 20:20
1104
Gilead Sciences-ი ბიოფარმაცევტულ კომპანია Immunomedics-ს 21 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს. როგორც კომპანია ცხადებს, Immunomedics-ის შეძენის შემდეგ კომპანია წარმოების პორტფელის გაზრდას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სხვადასხვა სახის კიბოს მკურნალობის მეთოდებზე მუშაობა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

გარიგების მიხედვით, Gilead Sciences-ი Immunomedics-ის აქციების 88%-ს ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძენს. აღსანიშნავია, რომ Gilead-ს წვდომა ექნება Immunomedics-ის მიერ შექმნილ ანტისხეულების პრეპარატ Trodelvy-ზე, რომელიც მკერდის კიბოს მესამე სტადიის სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატი მარეგულირებელ ორგანოს აპრილის თვეში გადაეცა დასამტკიცებლად.

”ეს შენაძენი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს Gilead-ისთვის მრავალფეროვანი ონკოლოგიური პრეპარატების პორტფელის შესაქმნელად. Trodelvy არის ტესტირებული პრეპარატი, რომელიც წარმატებით უმკლავდება სიმსივნის რთულ ფორმას. ჩვენ გავაგრძელებთ მისი პოტენციალის შესწავლას სხვა სახის კიბოს მკურნალობის თვალსაზრისით, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად“, - განაცხადა Gilead-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, დენიელ ო'დაიმ.

აღნიშნული გარიგება 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება. Gilead Sciences-ი დაახლოებით 15 მილიარდ აშშ დოლარს ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხდის, ხოლო დანარჩენ 6 მილიარდ აშშ დოლარს ახლად აღებული სესხით დაფარავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები