მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გილოცავ საქართველო, კიდევ ერთხელ სწორი არჩევანის გაკეთებას - ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი

"გილოცავ საქართველო კიდევ ერთხელ სწორი არჩევანის გაკეთებას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

"დღევანდელმა საპარლამენტო არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გზაზეა.

მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, "ქართული ოცნება" დაიწყებს ახალ ეტაპს და წინ წავა ღირსებით, ერთიანობით და იმაზე მუშაობით, რომ საქართველომ მიაღწიოს მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდ მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას და შექმნას ჩვენი ქვეყნის უკეთესი და აყვავებული მომავალი", - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 400-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო, აქტივობა 58,94% იყო. ამ დროისთვის დათვლილია 2026 საარჩევნო უბანი და შედეგები პარტიების მიხედვით ასე ნაწილდება:

პარტიის ნომერი

პარტიის დასახელება

შედეგი (რაოდენობა)

შედეგი (%)

3

„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

3479

0.197

4

კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა

197619

11.2

5

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

173510

9.834

6

„ევროპელი დემოკრატები“

7066

0.4

8

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

44689

2.533

9

„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

159306

9.029

10

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

13350

0.757

12

„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

1637

0.093

16

„შეცვალე საქართველო“

11071

0.627

17

„საქართველო“

2463

0.14

20

თავისუფალი საქართველო

3651

0.207

21

ტრიბუნა

2162

0.123

23

„ჩვენ“

2244

0.127

25

„გახარია საქართველოსთვის“

145205

8.229

26

„მემარცხენე ალიანსი“

1115

0.063

27

ქართველ ერთობა

3918

0.222

36

„გირჩი“

56980

3.229

41

ქართული ოცნება

935004

52.991

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები