მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, პირველის მთების დაუჯერებელი საჩუქრების ამბავი (რ)

promo.pirveli.com 
07.12.23 07:39
752

ზამთარმა, სიცივემ, ჰაერში დატრიალებულმა თოვლის სუნმა და ქალაქში გაჩენილმა ლიცლიცა განათებებმა, გარდა სადღესასწაულო განწყობისა, საჩუქრების მიღების ხასიათზე მოყვანაც კარგად იცის.

ჰოდა, სწორედ ამიტომ, pirveli.com-ის სიურპრიზებით სავსე პლატფორმამ, გადაწყვიტა ფრიად დროული და კიდევ უფრო საჭირო გათამაშება წამოეწყო და ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მთებში, მხოლოდ თავისუფლება კი არა, საჩუქრებიც ბლომადაა, თუ საკმარისი მონდომებით მოძებნი.

გათამაშების მექანიკა მარტივია:

  1. საათში ერთხელ შედიხარ promo.pirveli.com - ზე,
  2. ირჩევ შენს მწვერვალს,
  3. აღმართავ დროშას,
  4. აგროვებ გავლილ მანძილს,
  5. ხვდები დღის ლიდერთა სიაში და იგებ!

ჰო, ყოველდღიურ საჩუქრებს იგებ. ქართველები სულსწრაფი ხალხი ვართ, არ გვიყვარს ლოდინი, მერე კიდევ ლოდინი და მერე კიდევ ბევრი ლოდინი - ყველაფერი სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად გვინდა, განსაკუთრებით ახალი წლის ისედაც დატვირთულ პერიოდში. შესაბამისად, პირველის მთების ამბავიც ასე, სხარტად და მარტივად მიმდინარეობს.

თუმცა, ეს ყველაფერი როდია! ყოველდღიური საჩუქრებით რომ იჯერებ გულს, მერე სულ მთლად დაუჯერებელი საჩუქრების ამბავი იწყება და შენი ბეჯითი შრომით (ანუ აქეთ-იქით დაკლიკვით) დროშების მოგროვებას დაიწყებს, სადაც უკვე არაყოველდღიური, მაგრამ მნიშვნელობითა და პირდაპირ ვთქვათ, სოლიდურობით, უფრო მადლიანად მომრგვალებული საჩუქრების მოსაგებად ბრძოლაში იყენებ.

და მაინც რა არის ასეთი დაუჯერებელი ამ საჩუქრებში?

ისეთი არაფერი… სულ რაღაც მაკბუქების, ფლეისთეიშენების, ევროპებში მოგზაურობების, iPhone 15-ებისა და ფულადი (10 000 ლარი, 5 000 ლარი) პრიზების წვიმა (გენებოთ თოვლი). ჰო, ისეთი არაფერი…

ასე რომ, სანამ დროცაა და საჭიროებაც მოითხოვს, ცდა ბედის მონახევრეაო და ერთ ლაშქრობაში წასვლა არ იქნებოდა ურიგო. რა იცი, ევერესტის მწვერვალზე იქნება და რა საჩუქარი იმალება?!

თამაშის დასაწყებად ეწვიე: promo.pirveli.com



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები