უახლესი კვლევების თანახმად, 8000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დაწურული ღვინო მსოფლიოში უძველესად აღიარეს. შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა მსოფლიო გინესის რეკორდსმენების სიაშიც, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის ფრანგმენტები ჩვ.წ. 6000-5800 წლებს მოიცავს.
ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში, ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ.წ. 6000-5800 წლებით, რაც 600 - 1000 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი).
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო.

























