მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გინესის რეკორდი: გერმანიაში ყველაზე მაღალი ქვიშის სასახლე ააგეს

5cfbe489e7ded
მიშა ხაჩიძე
08.06.19 23:50
1755
გერმანიაში, ბალტიის ზღვის კუნძულ რიუგენზე მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ყველაზე მაღალი ქვიშის სასახლე, რომელიც ტურისტულ ზონაში აშენდა, გინესის რეკორდებში უკვე შევიდა.

17,66 მეტრი სიმაღლის ნაგებობისთვის 11.000 ტონა ქვიშა დაიხარჯა. სასახლე მანამდე არსებულ რეკორდს 98 სანტიმეტრით აღემატება, რომელიც ასევე გერმანიის ქალაქ დუისბურგში 2017 წელს დაამყარეს. მაშინ კოშკის აგებაზე 11 ტონა ქვიშა დაიხარჯა.

რიუგენის ქვიშის სასახლისთვის 20-მა ხელოვანმა ერთი კვირის განმავლობაში იმუშავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები