მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gino paradise მომსახურებაზე ფასების ზრდას არ გამორიცხავს

5ed6550306c42
ანუკა ჯოხაძე
03.06.20 09:00
2544
Gino paradise მომსახურებაზე ფასების ზრდას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ჯიქიამ განუცხადა.

როგორც ჯიქია ამბობს, პანდემიდან გამომდინარე შემოღებული ახალი რეგულაციების გამო, ხარჯები იზრდება, რაც მცირედით, მაგრამ მომსახურების საფასურზე მაინც იმოქმედებს.

“იმისთვის, რომ რეგულაციები შევასრულოთ, აუცილებელია, როგორც დამატებითი ადამიანური რესურსი, ისე - ინვენტარი, შესაბამისად, ხარჯი იზრდება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვფართოვდებით, ვიზრდებით. 2,5 მლნ ლარის ინვესტიციაც განვახორციელეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით... შესაბამისად, ალბათ არც ჩვენი მომხმარებლისთვის იქნება გასაკვირი, რომ ფასები ოდნავ გაიზრდება, თუმცა ვეცდებით, ვიყოთ ისევ ხელმისაწვდომები”, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები