მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი აბაშიშვილი მუშაობას გაეროში გააგრძელებს

5c249909744f0
BM.GE
27.12.18 09:41
2990
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი მუშაობას გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტში იწყებს. როგორც Facebook-ის პირად გვერდზე აბაშიშვილი განმარტავს, ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოში გაეროს მხრიდან ეროვნულ კონსულტანტად იმუშავებს.

" პროექტს შესაბამისი დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის განყოფილება ახორციელებს და ძირითადი გუნდი სათაო ოფისის ბირთვის გარდა რვა ქვეყანის ეროვნული კონსულტანტისგან შედგება. პროექტის ფარგლებში ვიკვლევთ „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის შესაბამისობას გაეროს ათასწლეულის მიზნებთან, შესაბამისად, გაეროს ეს ინიციატივა საკმაოდ გლობალურია. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას ახალი აბრეშუმის გზის ამ ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ისტორიულად და განსაკუთრებული როლი გვინდა ჰქონდეც ახლაც. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ჩემი მუშაობა ჩემთვის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. საქმიანობას კი 14 იანვრიდან შევუდგები " - წერს აბაშიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები