მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი აბრამიშვილი: ჰესების წინააღმდეგ პროტესტი ქვეყნის უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის

5cb5f7ce6c4ef
დათო ჯალაღონია
17.04.19 09:02
5725
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო გამოსვლებს „ორკესტრირებული“ ხასიათი აქვს.

„გამოსავალი ერთი ხელის მოსმით, რთული იქნება. ზოგადად, სამწუხაროა, რომ ასე ორკესტრირებულად მიდის ეს პროტესტი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის შემთხვევითობა და ამის უკან გარკვეული ძალა დგას, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას და მეზობელი ქვეყნების ინტერესებს ემსახურება, შესაბამისად ვფიქრობ, ამაზე უფრო სიღრმისეულად არის მუშაობა საჭირო, მაგრამ ერთი, რაც ჩვენ დავგეგმეთ, არის ის, რომ სოციალურ პროექტებთან მიმართებაში სტანდარტები უფრო ავამაღლოთ“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით ასოციაცია კანონპროექტზე მუშაობს, რომლის თანახმად, ენერგეტიკული ობიექტების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში უნდა დარჩეს.

„აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქონების გადასახადი არ წავიდეს ცენტრალურ ბიუჯეტში და მუნიციპალურ ბიუჯეტში მოხვდეს იმ პროექტებიდან და ინვესტიციებიდან, რომელიც განხორციელდა. აქ იგულისხმება კონკრეტულად ენერგეტიკული პროექტები და თანხა კონკრეტულად იმ თემის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უნდა დაიხარჯოს, რომელშიც პროექტი ხორციელდება. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში, ჭუბერში“, - განმარტა გიორგი აბრამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები