მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ამილახვარი ადასტურებს, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან მოხსნეს

პროფესიული უნარების სააგენტო

თამარ ქიტიაშვილი პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციიდან გადააყენეს - აღნიშნული ინფორმაცია განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა BM.GE-ის დაუდასტურა.

BM.GE-ის ინფორმაციით, თამარ ქიტიაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ სამინისტრომ ბორდს მიმართა. მინისტრი კი განმარტავს, სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის შეცვლის გადაწყვეტილება სამინისტროში ბორდის ყველა წევრმა ერთობლივად მიიღო, რადგან თამარ ქიტიაშვილისა და სამინისტროს ხედვებში აცდენები იყო.

„ვადასტურებ, თამარ ქიტიაშვილმა დატოვა პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს უნარების სააგენტოს დამფუძნებლებმა და შესაბამისად, ბორდის აბსოლუტურმა უმრავლესობამ.

მე მას ვესაუბრე, მან საკმაოდ წარმატებული წლები განვლო როგორც სააგენტოში, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით და ბევრი საქმე გააკეთა, თუმცა იყო გარკვეული აცდენები იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც პირადად მე და სამინისტროს გვქონდა დასახული და ჩვენ ხელმძღვანელის შეცვლის გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ამილახვარი BM.GE-ის პროფესიული უნარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის შესახებ დასმულ კითხვასაც პასუხობს, თუმცა არ ამბობს ვინ იქნება ის: „ახალი ხელმძღვანელი შერჩეულია, შემდეგ კვირაში სავარაუდოდ დასრულდება ფორმალური პროცედურები და საზოგადოება მის ვინაობას გაიგებს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები