მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი არველაძემ მოპედების ბიზნესი დაიწყო

5ad9c8e938f75
მარიამ ადამია
20.04.18 15:00
2279
"ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების შემცირებაში და გადაადგილებას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის, ისე ტურისტებისათვის", - ასეთია ლიბერთი ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი არველაძის განცხადება, მისი ახალი წამოწყების, კომპანია "მოპედდეპოს“ შესახებ, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე მეორე წელია ოპერირებს. ბიზნესის მიზანი მოპედის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატრანსპორტო საშუალებად დამკვიდრებაა.

როგორც თავად კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, მოპედების საქართველოში რეალიზაციის იდეა, მანქანების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდამ განაპირობა, რომელიც ბოლო მონაცემებით, მილიონ 200 ათასს აჭარბებს, ასევე საცობებისა და პარკირების პრობლემებმა. მისივე თქმით, ტრანსპორტის ეს სახეობა მოსახლეობაში გაცილებით მოსახერხებელი გახადა და სწორედ ამიტომაც იზრდება მასზე მოთხოვნა და რეალიზაციის რაოდენობაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები